გიორგი კვირიკაშვილი: არ შეიძლება მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ და ვისუნთქოთ

საქართველოს პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებულ საზოგადოებას აშენებს.

აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა, დუშეთის მოსახლეობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ზაქარია ქუცნაშვილის წარდგენისას გააკეთა.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მოქალაქეების ყოფა გაუმჯობესებულიყო.

“2011 წლის შემოდგომაზე ივანიშვილმა ქართველ ხალხათან ერთად გმირული ნაბიჯი გადადგა და მნიშველოვანი ცვლილებები მოიტანა, მნიშვნელოვანი გარდეტეხა მოახდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ამ გარდატეხის შედეგია, დღეს რომ ქართველი კაცი თავისუფალია, მას აღარ ეშინია ხელისუფლების, აღარ არის ნაპრალი ჩვენს შორის.

ამ ოთხი წლის შედეგია ის, რომ საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვნად განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ, ქართველები შევეჩვიეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტოდ მშვიდი და მშვიდობიანი კამპანია. ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოთქვან განსხვავებული აზრი, არავინ არ ერჩის, გარდა ძალიან მცირე ინციდენტებისა. ეს მნიშვნელოვანი მონაპიავარია.

ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ჩვენ, ქართველებმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკით ვიცხოვროთ, არ შეიძლება, ვისუნთქოთ, ვიკვებოთ პოლიტიკით, არ შეიძლება ყოველდღე ტელევიზიით ვუყუროთ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ეს ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავფურცლოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის ფაქტს უარყოფს
შემდეგი სტატიაBlack Sea Arena-ზე პოპ-ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას კონცერტზე ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების უფლებას