ბიზნესმენის შვილის ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სამშენებლო კომპანიის მფლობელის შვილის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.

სამართალდამცავები და ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მანქანაში შესაძლოა, ასაფეთქებელი ნივთიერება ყოფილიყო დამონტაჟებული.

დათვალიერების შედეგად, ავტომობილში, საეჭვო ნივთიერება იპოვეს, თუმცა ის ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

“ტობეს” მფლობელი განმარტავს, რომ მისმა შვილმა მანქანა ვულკანიზაციაში წაიყვანა, სადაც უთხრეს, რომ მანქანაში საეჭვო ნივთიერება შენიშნეს და მანქანისათვის ექსპერტიზის ჩატარება ურჩიეს.

შემთხვევის ადგილზე, კომპანია “ტობეს” ტერიტორიაზე სამართალდამცველები და ექსპერტები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატებიდან” ზუგდიდში გამარჯვებისთვის ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს
შემდეგი სტატიაგამოგონილი ტერმინით, კონსტიტუციური გადატრიალება თუ რევოლუცია, სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ