გამოგონილი ტერმინით, კონსტიტუციური გადატრიალება თუ რევოლუცია, სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ

 

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ტერმინებით, კონსტიტუციური გადატრიალება და რევოლუცია, სასამართლოს დისკრედიტაცია ხდება.

„გამოგონილი ტერმინით, კონსტიტუციური გადატრიალება თუ რევოლუცია, სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ. ამ ყველაფრით საბოლოო ჯამში 2 რაღაც ზიანდება. პირველი, ინსტიტუტი – საკონსტიტუციო სასამართლო, არა ამ შემადგენლობის ფარგლებში, არამედ ზოგადად სახელმწიფოში დაზიანდება და მეორე, ქართული დემოკრატია ზიანდება,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენის შვილის ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვს