“თავისუფალი დემოკრატებიდან” ზუგდიდში გამარჯვებისთვის ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, დღეს ახალსოფლის მოსახლეობას გააცნო.

ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ირაკლი ჩიქოვანი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად ხალხის მხარდაჭერას მოვიპოვებთ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მათთვის სასურველი მაჟორიტარი, ვინც მათ ინტერესებს დაიცავს. სოფელში არ არის გაზი, ასევე წყალიც არ არის რეგულარულად. 21-ე საუკუნეში, ეს სირცხვილია ჩვენი კუთხის, ზუგდიდის და სამეგრელოსი. ჩვენ ეს პრობლემები ვიცით, ამიტომ, კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს დაგეგმილი. არჩევნების გამარჯვების შემდეგ, როგორ უნდა გადავდგათ”, – განაცახადა ალასანიამ.

ირაკლი ჩიქაოვანი ამომრჩეველს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაპირდა.

banner
წინა სტატიაშიპასუხისმგებლიანი ძალა უნდა სვამდეს კითხვას, ბევრი ფულის გარდა რა არის ღირებული “ოცნების” იმ მაჟორიტარობის კანდიდატებში, ვინც ადრე ”ნაციონალებში” იყვნენ
შემდეგი სტატიაბიზნესმენის შვილის ავტომობილში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა