ბიზნესმენებმა მინისტრობის სავარძლების დასაკავებლად ვაჭრობა დაიწყეს

ხელისუფლების გადადგომის შემდეგ, იმავე ღამეს, პირებმა, რომლებიც სამთავრობო რეფორმების შემდეგ, კონკრეტული თანამდებობების მოპოვებას ცდილობენ, კულუარული მოძრაობები დაიწყეს.

როგორც „თაიმერს“ სანდო წყარო უყვება, ეკონომიკის მინისტრის პოსტის დაკავება, ბიზნესმენ გია გორგოშაძეს სურს, რისთვისაც შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს და მზადაა სოლიდური თანხაც კი „შესწიროს“ პარტიის ბიუჯეტს.

წყაროს თქმით, გორგოშაძე აქტიურად ეძებს კავშირებს „ქართულ ოცნებასთან“, რომ სახელისუფლებო რეფორმები სათავისოდ გამოიყენოს და სარგებელი ნახოს.

შეახსენებთ, რომ გუშინ საქათველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. უკვე ყოფილმა პრემიერმა, ხელისუფლებაში დიდი ცვლილებები დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში
შემდეგი სტატიაუნდა დამთავრდეს ეს მასკარადი, როცა პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან – მარგველაშვილი