შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ამ დრომდე, უმრავლესობაში ოფიციალური კომენტარები პრემიერის კანდიდატურაზე არ გაკეთებულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კოლეგებს მოუწოდებს, უმრავლესობის შეხვედრამდე ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავონ.

„მოსაზრებები არსებობს რასაკვირველია, თუმცა ჯერ გუნდში უნდა იყოს განხილული, შემდეგ მედიამ უნდა შეატყობინოს ხალხს გადაწყვეტილების თაობაზე რასაც კოლექტიურად მივიღებთ. არც მე და არც ჩემ კოლეგებს, არავის არ ვურჩევ, რომ კონკრეტულ გვარებზე იყოს საუბარი. რასაკვირველია, ეს საკითხი ჯერ შიგნით უნდა გავიაროთ, მოსაზრებები ყველას აქვს, მათ შორის მეც,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს” – გადადგება თუ არა ჯანელიძე?
შემდეგი სტატიაბიზნესმენებმა მინისტრობის სავარძლების დასაკავებლად ვაჭრობა დაიწყეს