ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ – კახიძე

ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ – წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წარმომდგენელი დეპუტატი ოთარ კახიძე.

“ქვეყნის ინტერესშია, რომ ხელისუფლება არჩევნებში დამარცხების შემდეგ არ განადგურდეს, იარსებოს და ოპოზიციაში გადავიდეს.

მაგრამ ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, რომ ცუდად დაამთავროს. ვერ ხვდება, რომ სახაზავს რაც უფრო გადაღუნავს, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირ-პირში.

ბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ, სამსართულიანი სახლი აიშენონ თუ ხუთიანი, აუზით, საუნით, თუ სარდაფებით,

და რითია ამ დროს პროკურატურა დაკავებული?

თურმე ხაზარაძემ თავისი ბანკი დააზარალა და გვარამიამ – რუსთავი ორი. ვთპუ.

გემს მიხედეთ, გემს.” – წერს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშიგვარამიას საქმის მოსამართლეს უვადო მოსამართლეობა სურს – ქოჩიაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უსმენენ
შემდეგი სტატიამმართველი ხროვა გადაქცეულია კრიმინალურ დაჯგუფებად – შალვა ნათელაშვილი მაღალჩინოსნების ხელფასებსა და პრემიებზე საუბრობს