გვარამიას საქმის მოსამართლეს უვადო მოსამართლეობა სურს – ქოჩიაშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უსმენენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ. სწორედ ის არის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, 9%-იანი წლის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის საქმის მოსამართლე, რაზეც დღეს პროკურატურამ ნიკა გვარამის ბრალი წაუყენა.

მანამდე კი საბჭოში ნინო ქადაგიძეს მოუსმინეს. ის ერთ-ერთი იყო იმ 10-კაციან ხმაურიან სიაში, რომელმაც პარლამენტის უმრავლესობა განხეთქილებამდე მიიყვანა.

ქადაგიძე 10 წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, 2012 წლიდან კი სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კითხვებიც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება, რადგან ამ დროს უზენაეს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძეც მუშაობდა.

ნინო ქადაგიძემ არამოსამართლე წევრთა კითხვაზე, უწევდა თუ არა მიხეილ ჩინჩალაძესთან მუშაობა, უპასუხა, რომ ჩინჩალაძესთან სისტემატური საქმიანი კომუნიკაცია ჰქონდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროფესიული საქმიანობის შეფასების დროს, ქადაგიძემ ორჯერ გადაუხადა ღმერთს მადლობა, რის შემდეგაც საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, რამდენად მორწმუნე იყო.

banner
წინა სტატიაშიგვარამიასთვის წარდგენილი ბრალი – საია-ს თავმჯდომარე შერჩევით მართლმსაჯულებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაბიუჯეტს ხრავენ 7 წელია, აღარ იციან, “ატკატი” საიდან აიღონ და ფული სად აკეთონ – კახიძე