„ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს“

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, სახაზინო სამსახურის უფროს ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს.

“ადამიანები, ვინც ამ საკითხებში ვერ ერკვევიან, ან ერკვევიან, მაგრამ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, დღემდე დეკემბრის თვეს აბრალებდნენ კურსის გაუფასურებას, ვინაიდან სხვადასხვა ფაქტორის გამო, დეკემბერში წინა თვეებთან შედარებით ხარჯვა მაღალია. ივნისში, ეს არგუმენტიც ვერ იქნება მოყვანილი, ვინაიდან ივნისი არაფრით არის გამორჩეული წინა თვეებისგან, თუ არ ჩავთვლით იანვარს, როდესაც როგორც წესი, ეკონომიკური აქტივობა დაბალია. შესაბამისად, ივნისშიც იგივე ოდენობით ხარჯი გაიწევა, რაც საშუალოდ, წინა თვეების განმავლობაში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში კურსის მთავარი მდგენელია, სტაბილურია და მოსალოდნელია, რომ ლარის კურსიც იქნება სტაბილური.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდ ჯიხაიშში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“სამართლიანობის აღდგენა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე აღებული N1 ვალდებულებაა”