სოფელ დიდ ჯიხაიშში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

ხანძრის შედეგად 79 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, რომელმაც ცეცხლის გამო სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

თვითმხილველების განცხადებით, გარდაცვლილი ქალბატონი სახლში მარტო იმყოფებოდა. ხანძარი საძინებელში გაჩნდა, შემდეგ კი მთლიანად სახლს მოედო.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატია„ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს“