ბირთვულ იარაღზე უაზრო კომენტარები არავინ არ უნდა გააკეთოს – ბაიდენი

“ბირთვულ იარაღზე უაზრო კომენტარები არავინ არ უნდა გააკეთოს”. – ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

ბაიდენი ეხმაურება რუსეთის კომენტარს იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, შესაძლოა, ბირთვულ კონფლიქტში გადაიზარდოს, თუ დასავლეთი კიევის მხარდაჭერას განაგრძობს – ბაიდენის სიტყვებით, ეს “რუსეთის მარცხის ასახვაა”.

ბაიდენის სიტყვებით, რუსეთის კომენტარები აწუხებს “რადგან ეს რუსეთის სასოწარკვეთას აჩვენებს”.

“არავინ არ უნდა გააკეთოს უაზრო კომენტარები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით”. – ამბობს ის.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აგრესორია და მსოფლიო დააკისრებს პასუხისმგებლობას – ბაიდენი
შემდეგი სტატიარუსებმა, ზაპოროჟიეში, 61 ტონა ხორბალი და სატვირთო ავტომობილი მოიპარეს