რუსეთი აგრესორია და მსოფლიო დააკისრებს პასუხისმგებლობას – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ არ უტევს რუსეთს, არამედ ის უკრაინას ეხმარება, რათა საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან დაიცვას.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაიდენის თქმით, რუსეთი აგრესორია და მსოფლიო მას პასუხისმგებლობას დააკისრებს.

,,ისევე როგორც პუტინმა არჩევანი გააკეთა ამ სასტიკი შეჭრის დასაწყებად, მას შეეძლო ასევე არჩევანი გაეკეთებინა და დაესრულებინა ის. რუსეთი აგრესორია და მსოფლიო უნდა დააკისროს და დააკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა დასძინა, რომ ,,იმ დახმარების წყალობით”, რომელიც მათ გაწიეს, ,,რუსულ ძალებს კიევიდან უკან დახევა მოუწიათ”, მაგრამ ბაიდენი აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული არმია არ დაბრუნდება.

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო და ფინანსური დახმარება მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, საქართველო სოლიდარულია მოლდოვის მიმართ – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაბირთვულ იარაღზე უაზრო კომენტარები არავინ არ უნდა გააკეთოს – ბაიდენი