ბიძინა ივანიშვილს რომ ასე მოექცნენ, ვიქნები პირველი, ვინც მას სამართლებრივ მომსახურებას შესთავაზებს – ნიკა გვარამია

იგივე ვითარება რომ იყოს ახლა პირიქით, დავუშვათ, რომ შეიცვალა ხელისუფლება და ასე ექცევიან ბიძინა ივანიშვილს, ვიქნები პირველი, ვინც სამართლებრივ მომსახურებას შესთავაზებს, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

ამ ქვეყანაზე მძულს ერთადერთი ადამიანი და ერთადერთი ადამიანის სიკვდილი მინდა, ეს არის ვლადიმერ პუტინი. გულწრფელად ვამბობ ამას, ვაღიარებ, რომ ასეა. იგივე ვითარება რომ იყოს ახლა პირიქით, დავუშვათ, რომ შეიცვალა ხელისუფლება და ასე ექცევიან ბიძინა ივანიშვილს. გულწრფელად ვამბობ, რომ ის ალბათ არ დათანხმდება, მაგრამ ვიქნები პირველი, ვინც სამართლებრივ მომსახურებას შესთავაზებს. ამას ვამბობ გულწრფელად და ვარწმუნებ ყველას, ალბათ არ დათანმხმდება თუმცა ალბათობა მაინც არსებობს, – ამბობს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიდენიელ ფირიდი: არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია
შემდეგი სტატიაყალბი კოვიდ-პასპორტები და PCR ტესტის პასუხები – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა, 8 პასუხისგებაში მისცა