დენიელ ფირიდი: არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია

ბებიაჩემი მზია წერეთელი

ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დენიელ ფირიდი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს. ფრიდი აღნიშნავს, რომ არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია.

“არასოდესაა კარგი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია. ეს ზოგადად არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ეს არასოდესაა კარგი. მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყისს წლებში ჰქონდა. შეიძლება, ის საქართველოში იმ ოცნებით დაბრუნდა, რომ ხელახალ ვარდების რევოლუციას მოაწყობდა. მე ამას უბრალოდ ვერ ვხედავ. რევოლუციების დრო აღარ არის, ააშენე პოლიტიკური პარტია, თავი მოაწონე ამომრჩეველს და გაიმარჯვე არჩევნებში.” – თქვა ფრიდმა.

დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას დიდი მხარდაჭერა აქვს და ოპოზიცია ძლიერად არის წარმოდგენილი ბევრ ქალაქსა და ბევრ ადგილობრივ მთავრობაში.

“მე ეუთო/ოდირის ანგარიში წავიკითხე. ეს არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და მთავრობისგან უკეთესის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ამ არჩევნებში პოლიტიკური ძალები ერთმანეთს შეეჭიდნენ. ეს არ იყო ისეთი არჩევნები, როგორიც, მაგალითად, რუსეთში ჩატარდა. ეს არჩევნები იყო ხარვეზიანი, ოღონდ კონკურენტული. ეს არის სწორედ ის რაც პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააკეთონ. მე არ მომწონს ის რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, რომ ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ არის მისი ადგილი ნამდვილად ციხეში? მისი ციხეში ყოფნა ქართულ ოცნებას ვნებს” – თქვა ფრიდმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: სააკაშვილი ღირსეულად იბრძვის, როგორც უნდა იბრძოდეს პატიმარი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს რომ ასე მოექცნენ, ვიქნები პირველი, ვინც მას სამართლებრივ მომსახურებას შესთავაზებს – ნიკა გვარამია