ბიძინა ივანიშვილმა კრიტსის აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ტილო 61 მილიონ დოლარად გაყიდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო კრისტის აუქციონზე 61 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ ჰოლანდიური გამოცემა volkskrant.nl-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ვაჭრობა ტელეფონით შედგა.

ტილოს საწყისი ფასი 37 მლნ აშშ დოლარი იყო. ტილო მხატვრის მიერ 1977 წელს არის შექმნილი.

ჰოლანდიელი მხატვრის 1955 წელს შესრულებული ტილო Interchange გასული წლის სექტემბერში თითქმის 279 მილიონ ევროდ გაიყიდა. 2006 წელს კი, 151 მლნ ევროდ კუნინგის 1953 წელს შექმნილი ტილო გაიყიდა.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ
შემდეგი სტატიაახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება