სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

გურჯაანის რაიონში, ერთიანი აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის პროგრამის“ მენეჯერი ლევან მაღრაძე, სადაზღვევო კომპანია ალდაგის წარმომადგენელი და კახეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ივანე ხუცოშვილს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად განადგურებული გარგრის ნაკვეთები დაათვალიერეს.

სოფელ ახაშენის მკვიდრს, ივანე ხუცოშვილს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 70%. სადაზღვევო კომპანია “ალდაგმა” აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურა 21,546 ლარი. ბენეფიციარის მიერ სადაზღვევო პოლისის შესაძენად გადახდილმა თანხამ 820.80 ლარი შეადგინა, ხოლო სააგენტოს სუბსიდირებამ 3,283.20 ლარი.

“2016 წლის სექტემბრის მონაცემებით საქართველოს მაშტაბით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში გაცემულია 16,139 პოლისი, პროგრამაში ჩართულია 12,772 ბენეფიციარი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 7,737,083.87 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 14,640.86 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულებამ ჯამში 125,774,643.03 ლარია. ქარიშხლის, ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად 3,423.00 სადაზღვევო შემთხვევა დადგა, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 5,180,568.02 ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკასპის მუნიციპალიტეტის სოფელში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა კრიტსის აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ტილო 61 მილიონ დოლარად გაყიდა