ბიძინა ივანიშვილი: “2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგებში”-

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიების ჟურნალისტებს ხვდება. ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიმოხილვით დაიწყო, „ ანალიზი ჩემი წარმატების საფუძველია და თავს უფლებას ვაძლევ ეს გამოვიყენო.“- აღნიშნა ივანშვილმა.
„მე ძალიან მოკლე აქცენტებს გავაკეთებ ღია წერილზე რომელიც გამოქვეყნდა, წერილს ვიწყებ მოგონებებით, 5 წელი გავიდა იმის შემდგომ, რაც მე პირველი განცხადება გავაკეთე, როგორი გახლდათ იმ დროინდელი საქართველო, მედიას მხრივ, მთლიანად ერთი ჯგუფის მიერ იმართებოდა, ბიზნესი მთლიანად კონტროლდებოდა. ადამიანების უფლებები იყო განულებული, ერთ ჯგუფს ჰქონდა ყველაფრის უფლება და საზოგადოებას არაფრის უფლება არ ეძლეოდა. მცდელობა ჰქონდათ ინვალიდებს და არ დაზოგეს. ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება მოვსულიყავი პოლიტიკაში, ჩემი ვალი იყო და ჩემი დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო სიტუაციის შეცვლა, რა მოხდა იმის შემდგომ როდესაც გუნდთან ერთად შევცვალეთ ხელისუფლება. ჩვენ ისინი ვაიძულეთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმსითვის, რომ არაფერი მომხდარიყო. ამან გამოიღო ეს შედეგი და არა მათმა განწყობამ.

მე ვფიქრობ, რომ მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. ამდენი ტელევიზია არასდროს არ ყოფილა საქართველოში, განცდა აქვს ხელისუფლებას რომ ლობირება გაუწიოს ნებისმიერი სახის ბიზნესს, ადამიანის უფლებების მხრივ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ევროპის ქვეყნებთან, ერთი უფლების გამოკლებით, ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარ ქვეყანაში იშოვოს სამუშაო და არჩინოს ოჯახი, ამ მხრივ გასაკეთებელი ბევრია და პრობლემები არსებობს.

ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ეკონომიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, დაახლოებით ექვსჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს, პრობლემა დიდია, რომ ხელისუფლებას დავაბრალოთ რომ მან ვერ შეძლო მისი მოგვარება, ამას სჭირდება 10-15 წელიწადი, თუ ჩვენ მოვახერხებთ და ვიქნებით სტაბილურები ჩვენ შეგვიძლია უმოკლეს დროში ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში. მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ვიდრე შეფასებებია, შეფასებებიც ძალიან ბევრის მთქმელია. 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენს საბოლოოდ ჩავდგეთ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგებში.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: “კორცხელის ინციდენტი სამარცხვინოა და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება”