საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 2016 წლის 7-10 ივნისს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ნატო-ს გაფართოებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების თემას მიეძღვნება.

8 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრი უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო მიღებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კვლევითი ცენტრების, კერძო სექტორის, ასევე ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: “2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგებში”-