ბიძინა ივანიშვილი: “კორცხელის ინციდენტი სამარცხვინოა და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება”

13384851_1741523212799345_349559942_n“კორცხელის ინციდენტი სამარცხვინოა და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

“კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო, მე მმართველ გუნდასაც მოვუწოდებდი, მთლიანად საზოგადოებასაც, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ქვების სროლით მოვიდა ერთი გუნდი და იმით დაასრულა, ჩვენ სხვა ხელწერით მოვედით.

ეს იყო სირცხვილი, რაც მოხდა და რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და მმართველ გუნდს, ეს უნდა გააცნობიერონ ძალიან კარგად და მეტი მოთმინება უნდა იქონიონ.

მე დარწმუნებით არ ჩავუღმავდები ვინ ვინ მიიყვანა, რა გააკეთა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, საერთო ჯამში ამან ძალიან დააზრალა ჩვენი სახელმწიფო, ერთი პლიუსი შეიძლება ჰქონდეს ამას, რომ დასკვნები გააკეთონ, პრევენციები გააკეთონ და მეტი აღარ განმეორდეს, ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მმართველმა გუნდმა, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს.

ეს იყო სირცხვილი, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ და კადრებიც ვნახე, ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, რომ შედეგი მიიღო, მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ, ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მეც და საზოგადოების დიდი ნაწილიც დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროვოკაცია კარგად დადგმული და ორგანიზებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას და არაფრით არ ამართლებს, რაც იქ მოხდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: “2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება ჩავდგეთ განვითარებული ქვეყნების რიგებში”-
შემდეგი სტატიაჩემი ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი ვნახე გიორგი კვირიკაშვილში