,,ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება?!-,,ოცნებაში“ დიდი დაჭერებისთვის ემზადებიან”


ბიძინა ივანიშვილი პრემიერად ბრუნდება
1ოცნებაში“ დიდი დაჭერებისთვის ემზადებიან
დღეს ერს ორი მთავარი კითხვა აწუხებს _ როგორ პოსტავს ციხიდან ფეისბუქზე ირაკლი ოქრუაშვილი და ვინ იყიდის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ამ დროს მმართველ პარტიაში ისეთი ამბები ხდება, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს სერიოზულად შეცვლის.

2013 წლის ნოემბერში პრემიერობიდან ზარ-ზეიმით გაცილებული ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა ისევ მთავრობის მეთაურად ვიხილოთ.
პრემიერობიდან მიმავალმა მთავარმა მეოცნებემ დაგვიბარა, თუ გაუჭირდა პარტიას დავბრუნდებიო. „ოცნების“ საშველად მას გასული წლის გაზაფხულზე მოუწია პოლიტიკაში შემობრუნებამ. მისიის შესასრულებლად მან პარტიის თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა. პრემიერიც შეცვალა, რამდენიმე მინისტრიც, მაგრამ ვერც „ოცნებას“ უშველა და ვერც აწყვეტილი ლარი გააჩერა.

პარტიაში არსებული კლანური დაპირისპირება, ეკონომიკური კრიზისი, აყვავებული კორუფცია, გაზრდილი კრიმიმალი, 20-21 ივნისის სისხლიანი ღამე „ოცნების“ რეიტინგს პოლიტიკური ქვესკნელისკენ მიაქანებს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებაშია. ყველაფერს მაინც ის მართავს, ყველაფერი მაინც მას ბრალდება და ჯობია ღიად მართოს ქვეყანა.

ამაში მთავარი მეოცნებეც დაარწმუნეს და როგორც მმართველ პარტიათან დაახლოებული წყარო „თაიმერთან“ საუბარში ამბობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მალე მთავრობის მეთაურად მოგვევლინება.

მთავარი მეოცნების მთავრობის მეთაურად დაბრუნების აუცილებლობაზე, „ოცნების“ ერთი ნაწილი უკვე წლებია საუბრობს. ამის აუცილებლობას თავად „ოცნების“ მამაც ხვდებოდა, მაგრამ ცხოვრების გართულება არ სურდა _ ქვეყნის მართვა ჩრდილიდან უფრო კომფორტული იყო.
20-21 ივნისის ღამემ ბევრი რამე შეცვალა. შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია არ წყდება. შემოდგომაზე თბილისშიც იგივე შეიძლება მოხდეს. სოლოლაკის შუშის სასახლესთან აქცია-პიკეტი შეიძლებოდა 22 ივნისს დაწყებულიყო, ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება დახურულ შეხვედრაზე მიიღო.
შეხვედრის დასრულებიდან 20 წუთში, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას აცნობა, რომ ოპოზიცია სოლოლაკისკენ აპირებდა წასვლას. მთავარი მეოცნებე იძულებული გახდა სასახლეში სპეცრაზმი შეეყვანა. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა _ სამთავრობო დაცვა და სპეცრაზმი კერძო პირს არ უნდა იცავდეს.

გაპრემიერების შემთხვევაში მას ასე იოლად ვერ მიუვარდებიან და ვერც იმის გამო წაუყენებენ პრეტენზიებს, სამთავრობო დაცვა რატომ გიცავსო.
ასე რომ ივანიშვილის გაპრემიერება მისივე უსაფრთხოების გარანტირებულ დაცვასთანაც არის დაკავშირებული.
მთავარი მიზეზი რამაც შიძლება ივანიშვილი პრემიერად მეორედ მოიყვანოს, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. მთავარი მეოცნებე დარწმუნდა, რომ მისი დაბრუნების გარეშე „ოცნების“ ხელისუფლებაში მესამედ მოსვლა გამორიცხულია.
ხალხი მას მარტო სიტყვაზე აღარ ენდობა და აღარც ნაცების შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი გაჭრის. ხალხი შედეგს ითხოვს,
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შედეგის მისაღწევად პრემიერად მეორედ მოსული ივანიშვილი მთავრობას თითქმის სრულად შეცვლის. თანამდებობებს გიორგი გახარია, ლევან იზორია და მაია ცქიტიშვილი შეინარჩუნებენ.

ცქიტიშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, გახარიას რუსეთი მფარველობს, იზორიას _ ამერიკა. რუსეთთან და ამერიკასთან მოთამაშე ივანიშვილს არცერთის გადამტერება არ სურს.

ამერიკა ვახსენეთ და როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ივანიშვილს სწორედ ამერიკელებმა მოსთხოვეს.

თუ არაფერი შეიცვალა. საშემოდგომოდ ლარის დაჭერასთან ერთად დიდ დაჭერებსაც უნდა ველოდოთ. მთავარ მეოცნებეს ოპოზიციონერების გარდა კორუმპირებული მეოცნებეების დაჭერაც აქვს გადაწყვეტილი.
როგორც ამბობენ მომავალი პრემიერის შავ სიაში ბევრი ცნობილი გვარია. დაჭერები იმ შემთხვევაშიც იქნება თუ „ოცნების“ მამამ მოახერხა და პრემიერობას თავი აარიდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციითვე, დასაჭერთა სიაში შეყვანილი რამდენიმე პირი უკვე გააფრთხილეს. საუბარია იმ ხალხზე, ვინც მამუკა ხაზარაძის პარტიასთან გეგმავდა თანამშრომლობას.

ხაზარაძეზე ამბობენ, ივანიშვილის პარტიას სერიოზულ კონკურენციას გაუწევსო. და თუ ეგ მოვიდა ხელისუფლებაში „ქართუ ბანკის“ კლერკებს მთავრობაში „თიბისი ბანკის“ კლერკები ჩაანაცვლებენ.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგურიის პოლიციამ ბახმაროს თეატრის შენობის შიდა კედლებისა და ინვენტარის დაზიანების ფაქტზე ექვსი არასრულწლოვანი ამხილა
შემდეგი სტატიაძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გამოიკითხა