ძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გამოიკითხა

region
ავტ.: region აგვისტო 13, 2019 11:41

ძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გამოიკითხა

ძიძა, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გვიან ღამემდე გამოკითხვაზე იმყოფებოდა. გუშინ გამოიკითხა ბავშვის დედაც, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ გამოკითხული არიან ის პირები, ვისაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძიძა ჩვილზე ძალადობს. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად ნახა. ვიდეომასალა ინტერნეტში დედამ გაავრცელა.

region
ავტ.: region აგვისტო 13, 2019 11:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics