ბიძინა ივანიშვილი : ციხეებში წამება დამალული არ ყოფილა – საზოგადოებაში ეს ჩვენ მშვენივრად ვიცოდით

ციხეებში წამება დამალული არ ყოფილა – საზოგადოებაში ეს ჩვენ მშვენივრად ვიცოდით, – ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში, გურიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ივანიშვილი არ იზიარებს მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ციხის კადრებმა განაპირობა. ექს-პრემიერის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კადრების გავრცელებამდე და შემდეგაც ჩაატარა კვლევა და მისი მხარდამჭერების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ ყოფილა.

“ნაციონალური მოძრაობა“ ჭიაბერაშვილის იდეოლოგიას ატარებდა, რომ „ქაოსურ და გაუგებარ დემოკრატიას სტაბილური ავტოკრატია სჯობს“. ამას სააკაშვილის მეუღლის გამონათქვამიც დაამატეთ, რომ ხალხს უნდა ეშინოდეს მიშასი და დღეს გვეუბნებიან, რომ თვალებში ჩახედავს და იმას აღარ იკადრებს, რაც ხდებოდა. რა აღარ იქნება, გაუპატიურებები აღარ იქნება? წამებები აღარ იქნება? მათი იდეოლიგია გახსნილად ძალადობრივი იყო. რაც მივიღეთ კარგად ნახეთ – ელიტარული კორუფცია, როგორ ჰქონდათ მონოპოლიზებული მთელი მედია, როგორ აწამებდნენ ციხეებში და აწამებდნენ არა ისე, რომ ეს დამალული ყოფილიყო – საზოგადოებაში ეს მშვენივრად ვიცოდით ჩვენ. მახსოვს ერთ-ერთი ჩემი თანაგუნდელი იხსენებს, რომ თუ არა ის ძალადობრივი კადრები რაც გამოვიდა, ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებდითო. დაემთხვა, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა სწორედ მანამდე და დაგეგმილი გვქონდა იმის შემდგომ. არცერთი პროცენტი „ქართულ ოცნებას“ არ მომატებია. საზოგადოებაში ისინი თვითონ არ მალავდნენ, მათი ხელწერა კი არა, მათი კოზირი იყო ეს – ხალხს აშინებდნენ, რომ ციხეში მოხვდებით და იქ სიკვდილი გელითო. ის კადრები არ იყო გამაოგნებელი ქართული საზოგადოებისთვის, გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : პირდაპირი მნიშვნელობით, სააკაშვილს არაფერში დავხმარებივარ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : არ იფიქროთ, რომ 2030 წელს ქუჩაში გახვალთ და გაჭირვებულს ვერ იშოვნით, ან მათხოვარს ვერ დაინახავთ