ბიძინა ივანიშვილი : პირდაპირი მნიშვნელობით, სააკაშვილს არაფერში დავხმარებივარ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას წინა ხელისუფლებასთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება ძალადობაზე არ გადავიდა.

ივანიშვილის თქმით, მან რევოლუციის შედეგი ისევე მიიღო, როგორც მთელმა საზოგადოებამ, რასაც ის არაადეკვატურ რეაქციას უწოდებს.

“პოლიტიკურად არ მქონდა კარგი გამოცდილება. რევოლუციის დროს, საფრანგეთში ვცხოვრობდი, ზედმეტად ემოციური ვიყავი და კარგად მახსოვს, სამი ტელევიზორი მქონდა და ვუყურებდი პროცესს, თუ როგორ შევიდნენ პარლამენტში.

ვფიქრობ, მაშინ არაადეკვატური რეაქცია მქონდა, ზედმეტად გამიხარდა და ამ გზით მოსვლაც მივიღე, როგორც – მთელმა საზოგადოებამ.

ორწელიწადნახევრის განმავლობაში, მთელ ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით.

პირდაპირი მნიშვნელობით, სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში და ვერც გაბედავდა რაიმე ეთხოვა.

ჩემმა პოზიციამ მათი გამოააშკარავების პროცესი გაახანგრძილვა. ძალიან მკაცრი პოზიცია მქონდა.

ვცდილობდი, ისეთები ყოფილიყვნენ, როგორიც ჩვენ გვინდოდა. კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან. თუ მოვინდომებდი, ხელის გულზე მატარებდნენ, მაგრამ რაც მათ გააკეთეს, ეს არ ავიტანე და ამიტომ მოვედი ხელისუფლებაში”, – განაცხადა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე ოზურგეთში.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმზე – ცოტა მახსოვრობას აღგვიდგენს, რომ ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ციხეებში წამება დამალული არ ყოფილა – საზოგადოებაში ეს ჩვენ მშვენივრად ვიცოდით