ბიძინა ივანიშვილი : არ იფიქროთ, რომ 2030 წელს ქუჩაში გახვალთ და გაჭირვებულს ვერ იშოვნით, ან მათხოვარს ვერ დაინახავთ

არ იფიქროთ, რომ 2030 წელს ქუჩაში გახვალთ და გაჭირვებულს ვერ იშოვნით, ან მათხოვარს ვერ დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეკონომიკის აღზევებას და აღორძინებას დრო სჭირდება.

„15-20 წელიწადი არ არის დიდი დრო, რომ ევროპის მსგავსი ეკონომიკა უნდა გვქონდეს. თქვენ 4 წელიწადი უნდა გააანალიზოთ, სად ვიყავით და სად მოვედით. საოცრებას ითხოვთ როცა ამბობთ, გადით და გაჭირვებულებს ნახავთო. როცა 2030 წელს ვახსენებ, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, არ იფიქროთ, რომ 2030 წელს გაჭირვებულს ვერ ნახავთ, ან ნახავთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც გაჭირვება არ არის, ეს ყველგან არის და ეს ასე იქნება. თქვენ ახლა უნდა შეადაროთ, თუ რა ხდებოდა, მაგალითად, სამუშაო ადილების თვალსაზრისით და რა ხდება ახლა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გაჭირვებას ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში და სხვა ნორმალურ სახელმწიფოში ვნახავთ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ციხეებში წამება დამალული არ ყოფილა – საზოგადოებაში ეს ჩვენ მშვენივრად ვიცოდით
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ლარმა ჯანსაღად აჩვენა საკუთარი თავი სწორი ეკონომიკის პირობებში