ბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ

ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ, ეს არის კლასიკური მოდელი. სხვა დანარჩენი, ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი შეიძლება მოსყიდვაში ჩაითვალოს, – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კითხვას, რომელიც მედიაში რაჭის პოტენციალის მეტად გაშუქებას ეხებოდა.

მისი თქმით, მთაში ბიზნესის დაბალი აქტიურობაა და საჭიროა ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.

„მედიასთან დაკავშირებით ეკონომიკის იქით, მე არ ვიცი რა ხელშეწყობაა. ბეჭდურ მედიას რაღაც პრივილეგიები აქვს გადასახადებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, როცა შემოსავლებია ძალიან დაბალი. დაბალ შემოსავლებს განკარგავს ის, რომ ბიზნესის აქტიურობაა დაბალი მთაში. ბიზნესი უნდა გაიზარდოს და უნდა მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა მთის რეგიონში, რაც შეიძლება მეფუტკრეობა, ხორცის წარმოება და ასე შემდგომ, გადამამუშავებელი ქარხნები, რაც მთვრობას გაცნობიერებული აქვს.“- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, მთავრობაც კარგად აცნობიერებს, რომ აუცილებელია ეკონომიკის ზრდა.

„ეკონომიკის ზრდას უნდა მოყვეს სარეკლამო ბაზრის ზრდა, სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის შესაშური. ინფრასტრუქტურა შეიძლება მოვთხოვოთ ხელისუფლებას, მაგრამ მთავარი მოთხოვნა რაც არის, ხელშეწყობა ბიზნესის, რომ ბიზნესი აღორძინდეს და ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ. ეს არის კლასიკური მოდელი. სხვა დანარჩენი ნებისმიერი დამატებითი ნაბიჯი შეიძლება მოსყიდვაში ჩაითვალოს“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა რაჭაში მიმდინარე შეხვედრაზე.

banner
წინა სტატიაში“ეგეთი რუსთავი 2 და ეგეთი გვარამია არის აუცილებელი საზოგადოების განვითარებისთვის” – ივანიშვილი გვარამია პასუხობს
შემდეგი სტატია“ხელისუფლებას მოსმენებისთვის მეტი რესურსი აქვს, ეჭვი – ერთია, ამას მტკიცებულება უნდა”