“ხელისუფლებას მოსმენებისთვის მეტი რესურსი აქვს, ეჭვი – ერთია, ამას მტკიცებულება უნდა”

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რაჭაში იმყოფება, ირწმუნება, რომ ფარული მოსმენების ეპოქა მისმა ხელისუფლებამ დაასრულა, მაშინ როცა ამ საქმეს მათი თანაგუნდელი გელა ხვედელიძე გადაჰყვა.

“ნიკას რაში სჭირდება ფარული მოსმენა, ისედაც დაუფარავად ლაპარაკობს ყველაფერს. ბიძინა ივანიშვილის ხელწერა თუ გახსოვთ, ხვედელიძე დაუზოგავად,დღესაც ტკივილით ვიხსენებ, ის იყო ქართული ოცნების აქტიური წევრი, თუმცა როცა ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა არ დავზოგეთ. ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი სწორედ ის გახლავთ, რომ ეს მიყურადებები შეწყდა. ჟურნალისტები ხართ აქ და მითხარით, ერთი ფაქტი, როდესაც ხელისუფლებამ არასანქცირებული მიყურადება განახორციელა”- აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ფარული მოსმენების რესურსი ხელისუფლებას აქვს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ეჭვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს მიყურადებას ამას მტკიცებულებები უნდა.

“როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრებოდა ერთი მეორეს, ასეთი ჩანაწერის გაკეთება მოყვარულებსაც შეუძლიათ. ყველაზე სუსტ ქვეყნებსაც შეუძლიათ მოისმინონ ეს. სხვა სახელმწიფოები შიგნითაც მოგვისმენენ, არავითარი პრობლემა ამის არ არის, რადგან ტექნიკა ძალიან განვითარდა. ხელისუფლება კი არ უნდა დავადანაშაულოთ, მას განმარტებები უნდა მოვთხოვოთ, აქვს თუ არა მონაწილეობა მიღებული ეჭვი – კი ბატონო, რადგან რესურსები აქვთ და შესაძლებლობა გააჩნიათ”- თქვა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მაშინ როცა რუსთავი 2- ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი პროკურორის მოადგილე იყო, მოსახლეობას ტოტალურად უსმენდნენ.

“როცა ცნობილი ვიდეოები კეთდებოდა მთავარი პროკურორის მოადგილე იყო ეს კაცი. საიდან მოხვდა ამ ტელევიზიაში და როგორ კბილებით იცავს თავისუფალ მედიას ეს პროკურორის მოადგილე არავინ სვამს კითხვას. დიდი ეჭვები არის, რომ ეს ჩანაწერი მანვე გაავრცელა, ისევ გვაშინებს, ან ნაციონალებს უმტკიცებს ვაჟკაცობას. მან აჩვენა როგორ უჭირავს პარტია ხელში. ლამის ტყავი გააძრო პარტიის ლიდერს, მეგრელიშვილის განცხადების გამო- ამას როგორ ამბობენ შენს პარტიაშიო. და ისიც როგორ იმართლებს თავს”- თქვა ყოფილმა პემიერმა.

მისი თქმით, “ძალის დემონსტრირება, რომ ყველაფერს მართავენ”, ყოფილი ხელისუფლების ხელწერაა და ემსახურება მიზანს “იმ ძალადობის სისრულეში მოსაყვანად, რომელიც დაგეგმილი აქვთ”.

“ვიღაცეებს ამაგრებენ ესენი, ვიღაცამ თავი უნდა გასწიროს, კანონი უნდა დაარღვიოს. ამ შემზადებას ზურგი სჭირდება. გვარამიას ტრუკი შესაძლებელია ამის მაჩვენებელია”- განმარტა ყოფილმა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ
შემდეგი სტატიაკახეთში უამინდობის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა