“ეგეთი რუსთავი 2 და ეგეთი გვარამია არის აუცილებელი საზოგადოების განვითარებისთვის” – ივანიშვილი გვარამია პასუხობს

გვარამიაზე მე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ, მაგს სისულელეებზე… სასაცილოა – ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებას. როგორც ნიკა გვარამიამ გუშინ ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, მას ივანიშვილმა რუსთავი 2-დან და საქართველოდან წასვლის სანაცვლოდ 5 მილიონი შესთავაზა.

,,გვარამია ეგეთია საინტერესო, როგორიც რის. საზოგადოების განვითარებისთვის ეგეთი რუსთავი 2 და ეგეთი გვარამია არის აუცილებელი, რომ კარგად დავინახოთ ის მკვეთრი ფერები და დავინახოთ ვინ იყვნენ ეს ხალხნი. ეხლა შეხედეთ რა დღეში არიან, როგორი თავისუფალია რუსთავი 2, დაპყრობილი მედიაა, ეს არის თავისუფალი მედიის ხელმძღვანელი? მაგრამ კარგია რომ არის, რომ დავინახოთ სწორი გზა. მისი განცხადებებია დემოკრატიული? თუ გინდათ დემოკრატიის დაბრუნებაო 41-ის გარდა მიეცით ყველას ხმაო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, 7-8 წელიწადში რეალურია ეკონომიკის გაორმაგება, თუ რამე კატაკლიზმა არ მოხდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ბიზნესმა რეკლამაში ფული უნდა გადაიხადოს და ამით უნდა იცხოვროს მედიამ