ბიძინა ივანიშვილი: ადგილობრივმა ეთნიკურმა სომხებმა არ იციან ქართული ენა და ვერ ახერხებენ თანამდებობების მიღებას

“ადგილობრივმა ეთნიკურმა სომხებმა არ იციან ქართული ენა და ვერ ახერხებენ თანამდებობების მიღებას, ეს ბევრ პრობლემას უქმნის მათ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი პრემიერობის დროსაც და ახლაც ბევრი კეთდება, რომ ადგილობრივმა სომხებმა ქართული ენა ისწავლონ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სომხურ ენას რეგიონში არავინ ზღუდავს.

“ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სწორი ანალიზი, მიიღოს გადაწყვეტილება და შესატყვისი რესურსი გამოყოს. ახალქალაქში რეგიონული ენის პრობლემა არაა. ევროპული ქარტიაა ამასთან დაკავშირებით და ევროპელებიც ითხოვენ ამას. ადგილობრივ, ეთნიკურ ენებს აქვთ უფრო მეტი პრიორიტეტი“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც ჟურნალისტმა 2012 წელს მისი დაპირება შეახსენა. ჟურნალისტის თქმით, ივანიშვილი დაპირდა, რომ რეგიონული ენის შესახებ კანონის რატიფიკაცია მოხდებოდა და სომხურ ენას რეგიონალური სტატუსი მიეცემოდა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მხარს ვუჭერ ყველა კანდიდატს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოაყენა
შემდეგი სტატია“ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება მივიღე “