“ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება მივიღე “

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღაჩინოსნი გიორგი მერაბაშვილის განცხადებით, დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც ახალაიას მოადგილე იყო, მიიღო დავალება, რომ ორი ცრუ მოწმე მოეძიებინა.

გიორგი მერაბაშვილი როგორც ბრალდების მხარის მოწმე, სასამართლოზე ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხეს. ამ საქმეზე დათა ახალაიას და გია დგებუაძეს იგივე „მასტერას“ განზრახ მკვლელობის ბრალდება აქვს წარდგენილი.

მოწმე მერაბაშვილმა განაცხადა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციას ესწრებოდა, გაიგო სროლები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, როდესაც მივიდა ადგილზე, ნახა სამი გარდაცვლილი, ხოლო იქვე იდგნენ დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, გია დგებუაძე და ოლეგ მელნიკოვი.

“დავით ჩხატარაშვილმა მითხრა, მომეძებნა ორი პიროვნება, რომლებიც იტყოდნენ, რომ შეესწრნენ სამი ადამიანის მიერ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე შევარჩიე ორი პირი, რომელთა შესაძლებლობებსაც ვიყენებდი ოპერატიული საქმიანობის მასალების შეგროვებისას. ამ მოწმეებს უნდა ეთქვათ, რომ შეესწრნენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ახალგაზრდების მხრიდან.”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ის ორი პირი წარადგინა მოწმეებად, რომლებიც მერაბაშვილს მისი სამსახურიდნ გამომდინარე გარკვეულ ინფორმაციებს აწვდიდნენ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ადგილობრივმა ეთნიკურმა სომხებმა არ იციან ქართული ენა და ვერ ახერხებენ თანამდებობების მიღებას
შემდეგი სტატიაშსს-მ „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალების დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა