ირაკლი რარიბაშვილი: შეხვედრიდან ძალიან მალე მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად

აზერბაიჯანული მხარე გაკვირვებული დარჩა. ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე. წარმოიდგინეთ, ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარჯზე საუბრისა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიხვებში“ განაცხადა.

„2019 წელია, მაშინ უკვე პარტიაში დავბრუნდი, წინა წელს ბატონი ბიძინა დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მოკლედ მეც პარტიაში ვიმყოფები და მამა კირიონი მირეკავს და მთხოვს შეხვედრას. ბუნებრივია, მე ვხვდები და მიყვება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, თუ არ ხდებოდა. დიდი გულისტკივილით, დათრგუნული, ძალიან ემოციურად. მთხოვს, რომ იქნებ, ბატონი ბიძინა ჩავაყენოთ საქმის კურსში. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ბატონ ბიძინას სრული ინფორმაცია არ ჰქონდა. ამ შეხვედრიდან ძალიან მალე მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. ისევ შევხვდი მამა კირიონსა და ხორბალაძეს. პირველ რიგში, მოვიკითხე თუ რა ხდებოდა. მითხრა, რომ რუკის ორიგინალი ვერ მოიძიეს.

2018 წელს ეს რუკა რომ აჩვენეს აზერბაიჯანელებს, მათ თქვეს, რომ ეს სიახლეა მათთვის. გაკვირვებული დარჩნენ. ქართულ მხარეს არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ პრეტენზია გვაქვს 1938 წლის რუკაზე. წარმოიდგინეთ, ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს. მოდით ჩვენში ვთქვათ, თუ რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან დააპირებს, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცეს, რატომაც არ ავიღებთ, ხომ?! მარტივად რომ ვთქვათ. ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ გაოცებულები, მაგრამ თქვეს, რომ ეს არ არის რუკის ორიგინალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: ზურაბ ნოღაიდელმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია“სხვა ქვეყანაში ასეთ დროს გმირებად აცხადებენ” – ღარიბაშვილს რუსეთიდან რუკის ჩამოტანა სპეცოპერაცია ჰგონია