“სხვა ქვეყანაში ასეთ დროს გმირებად აცხადებენ” – ღარიბაშვილს რუსეთიდან რუკის ჩამოტანა სპეცოპერაცია ჰგონია

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავითგარეჯის საქმესა და რუკებზე საუბრისას ამბობს, რომ რუსეთში “სპეცოპერაცია ჩაატარეს” და, მისივე სიტყვებით, ეს გმირობის ტოლფასია.

“3 აპრილს ჩვენ ჩამოგვივიდა რუკები. ორიგინალი, რუსეთის არქივიდან წამოღებული, გამოტანილი. დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა და არამარტო ეს რუკა. მე არ მაქვს უფლება, რომ გავამჟღავნო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მე ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი, ინიციატორი და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ, მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება, რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია და მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც მან გააკეთა.” – ამბობს ღარიბაშვილი იმედთან.

banner
წინა სტატიაშიირაკლი რარიბაშვილი: შეხვედრიდან ძალიან მალე მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად
შემდეგი სტატიათბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა დღეიდან იზღუდება