ირაკლი ღარიბაშვილი დავით-გარეჯის საკითხზე: ზურაბ ნოღაიდელმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება

მოსახლეობას, ვინც ამ თემაში არ არის გარკვეული ნიუანსებში, აბნევენ ეს მოღალატე პოლიტიკოსები, რომ ჩვენ თითქოს ტყუილად ვაბრალებთ სააკაშვილის ხელისუფლებას მოღალატეობრივ შეთანხმებას, მოსახლეობისთვის რომ განვმარტო. რას ნიშნავს შეთანხმება? ჩვენთან არის სახელმწიფო კომისია, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემაკრაციასთან დაკავშირებით მუშაობს და აზერბაიჯანშიც ანალოგიური კომისიაა, – მის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება ხდება, შემდეგი ეტაპი კი არის ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ და პარლამენტში რატიფიცირება.

„რასაც ალბათ გააფორმებდნენ, ჩვენ რომ არ მოვსულიყავით ხელისუფლებაში. ეს აჟიოტაში, რომელიც მათ ატეხეს, ერთ მარტივ ხალხურ სიბრძნეზე მიუთითებს, რომ ქურს ქუდი ეწვისო. ეს მდგომარეობა აქვთ ამ მოღალატეებს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება.

„მან თქვა, რომ სააკაშვილმა დაასკვნა, რომ ეს ასე არის, ამას უნდა შევეგუოთ და დავთანხმდეთ. რას ნიშნავს შევეგუოთ და დავთანხმდეთ? 3600 ჰექტარი მიწაა გადაცემული არამართლზომიერად, ჩვენი პირველადი შეფასებით. ეს არ არის ღალატი?“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღსანიშანავია, რომ ზურაბ ნოღაიდელს ბიძინა ივანიშვილთან საერთო ბიზნეს ინტერესები აქვს. კომპანია სადაც ნოღაიდელი დღესაც მუშაობს “ელ გრინია”, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს.

ივანიშვილის და ნოღაიდელის ფარული კავშირები 2012 წლიდან კიდევ უფრო გამყარდა. კომპანია რომელშიც ნოღაიდელი მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის მამიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის მფარველობის ქვეშ არის.

თუმცა, მანამდე ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სკანდალია. ის მაშნდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ვლადიმერ პუიტინთან მოლაპარაკებებსაც კი აწარმოებდა.

ქართული ოცნების 8 წლიანი მოღვაწეობა კი მმართველ გუნდთან მის ჩრდილოვან სიახლოვეს მუდმივად ამყარებდა. 8 წლის თავზე კი დავითგარეჯის საქმეზე ნოღაიდელის ჩვენებით ოცნება თავის გადარჩენას ვარაუდობს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი : გვიკიჟინებენ, რომ ეკლესია, თურმე, არ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს
შემდეგი სტატიაირაკლი რარიბაშვილი: შეხვედრიდან ძალიან მალე მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად