ბეჟაშვილი – საქართველო სამწუხაროდ, გადაიქცა შავ ხვრელად რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მათ სანქციებს თავი აარიდონ

საქართველო სამწუხაროდ, გადაიქცა შავ ხვრელად რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მათ სანქციებს თავი აარიდონ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რომ აღკვეთოს ოკუპანტი სახელმწიფოს უკანონო ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ სანქციებზე საუბარი ივანიშვილის წინააღმდეგ ბუნებრივი იქნება.

“დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტებისა, რომელიც გამოვლენილია და სანქცირებული ნავთობით სავსე ტანკერის გაჩერება პორტში ამის ნათელი დადასტურებაა, საქართველო სამწუხაროდ, გადაიქცა შავ ხვრელად რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მათ სანქციებს თავი აარიდონ. იმიტომ არის რეაქციები ივანიშვილთან მიმართებით და ეს განცხადებები იმიტომ კეთდება, რომ მათ აქვთ ინფორმაციები, რომ საქართველოს გამოყენება ხდება, როგორც საბანკო სისტემის, ასევე ტერიტორიის, საბაჟო სივრცეების, რომ სანქციებიდან თავის არიდება მოხდეს, ამიტომ ლოგიკური იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც უახლოეს პერიოდში მიიღება “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროვოკატორის განცხადებებია, მიზანი ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიციის მოსვლაა – ქადაგიშვილი არახამიაზე
შემდეგი სტატია“სირცხვილიას” გაჟღერებულ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღვიქვამთ – ნინო წილოსანი