პროვოკატორის განცხადებებია, მიზანი ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიციის მოსვლაა – ქადაგიშვილი არახამიაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ჩვეულებრივი პროვოკატორის განცხადებაა. ქადაგიშვილის აზრით, ამის მიზანი საქართველოში სიტუაციის არევა და ხელისუფლებაში “რადიკალური ოპოზიციის” მოსვლაა.

“უკრაინის ხელისუფლების ეს წარმომადგენლები არიან პირდაპირ პროვოკატორები, რომელთა მიზანია საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. და ეს არის აი ამ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ნაწილი, სხვა კომენტარის გაკეთება არახამიაზე არ შემიძლია. ჩვეულებრივი პროვოკატორის განცხადებები, ამას აქვს ერთი მიზანი რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ომისკენ წაიყვანს საქართველოს”, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

banner
წინა სტატიაში„სიენენი“ – აშშ და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – საქართველო სამწუხაროდ, გადაიქცა შავ ხვრელად რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მათ სანქციებს თავი აარიდონ