“სირცხვილიას” გაჟღერებულ მოთხოვნებს სერიოზულად არ აღვიქვამთ – ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, “სირცხვილიას” ორგანიზებით, 24 ივნისს გამართულ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს, რომელიც მთავრობის გადადგომას ეხება, სერიოზულად არ აღიქვამენ.

“მთავრობის გადადგომაზე, დროებითი მთავრობის შექმნაზე და მსგავს არალეგიტიმურ მოთხოვნებზე ჩვენ არაერთი ფორმატით ვისმენთ გაჟღერებულ წინადადებებს, ახლა “სირცხვილიას” ინიცირებულ აქციაზე გაჟღერებული ეს მოთხოვნები არანაირად არ ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს ლეგიტიმაციას და რა თქმა უნდა, ამას არც სერიოზულად აღვიქვათ და იმედი მაქვს, რომ იქ მდგომი ადამიანებიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ”, – თქვა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – საქართველო სამწუხაროდ, გადაიქცა შავ ხვრელად რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მათ სანქციებს თავი აარიდონ
შემდეგი სტატიაგემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთი შემოსავლების სამსახურის კომპეტენციაა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო