ბეჟან გუნავა დაკითხვაზე იმყოფება

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გუნავა 20 სექტემბერს, ”პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე მისი დაკავების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე იკითხება:

”სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 20 სექტემბერს ”პატრიორტთა ალიანსის” აქციაზე ჩემი დაკავების გამო. მე მოწმის სახით ვარ დაბარებული პროკურატურაში. ჩვენ შევქმნით ქვეყანაში პრეცედენტს, რათა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ძალიან ხშირად არღვევენ კანონს და თავის უფლებამოსილებას ამეტებენ ადმინისტრაციული დაკავების დროს”, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.

banner
წინა სტატიაში“ხალხს გულში იმედი აქვს, რომ ზამთრის დასუსტებას ზაფხულის გამყარება მოჰყვება. ეს არ მოხდება”
შემდეგი სტატიაალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს