ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე გამოშვების, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მის კუთვნილ საწარმოში ჩამოსხმული ალკოჰოლური სასმელის – ჭაჭის არყის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელი, რომლის საბაზრო ღირებულება ჯამში 5 620 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით”- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბეჟან გუნავა დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატია“კადიევის რუსეთისთვის გადაცემა მის გარდაუვალ დამცირებას, წამებას, ღირსების შელახვასა და სავარაუდო მკვლელობას ნიშნავს”- წიკლაური