“ხალხს გულში იმედი აქვს, რომ ზამთრის დასუსტებას ზაფხულის გამყარება მოჰყვება. ეს არ მოხდება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე წერს. ფინანსისტის პროგნოზი არადამაიმედებელია:

“მთავრობას და ეროვნულ ბანკს არა აქვს გაცნობიერებული, თუ რა ხდება ლართან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხალხს გულში იმედი აქვს, რომ, როგორც ბოლო წლებში ხდებოდა, ზამთრის დასუსტებას ზაფხულის გამყარება მოჰყვება ხოლმე. მომავალი წლის ბიუჯეტისა და ეროვნული ბანკის ამ (იაფი ფულის)პოლიტიკის გამო ეს არ მოხდება. ლარი იმოძრავებს ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ არა იმ ზომით, რასაც მიჩვეული ვიყავით და რასაც გულში ვფიქრობთ.
რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ!” – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ნიჭიერია, იცის, როგორ გამოიყენოს სიტუაცია სათავისოდ – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაბეჟან გუნავა დაკითხვაზე იმყოფება