,,ბესლანში ბავშვები არა ჩეჩნებმა, არამედ რუსულმა სპეცნაზმმა დახოცა“ – რა წერია ევროსასამართლოს დასკვნაში

beslaniპოლონური Gazeta Wyborcza-ს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოსკოვმა ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს ბესლანის N1 სკოლაში მომხდარი ტრაგედიის დროს 344 სკოლის მოსწავლე ჩეჩენმა ბოევიკებმა დახოცეს.
ეს დადგენილება ირიბად ნიშნავს, რომ ბავშვების სიკვდილში დამნაშავე არა ჩეჩენი ბოევიკები, არამედ რუსული მხარეა.
ოფიციალურმა მოსკოვმა ვერ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები, რომელიც მოვლენათა განვითარების მისეულ ვერსიას დაადასტურებდა. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი ფაქტი, რომელთა თანახმადაც მრავლობითი აფეთქებები, რომლებიც რუსულმა მხარემ განახორციელა, შესაძლოა გამხდარიყო მოსწავლეთა სიკვდილის მიზეზი.
სასამართლომ საქმის წარმოების საფუძვლად მიიღო გარდაცვლილი ბავშვების მშობელთ,,ბესლანში ბავშვები არა ჩეჩნებმა, არამედ რუსულმა სპეცნაზმმა დახოცა“ – რა წერია ევროსასამართლოს დასკვნაშია ნაწილის საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვები რუსული სპეცსამსახურის რაზმების მოქმედებების შედეგად დაიხოცნენ. საჩივარი ევროსასამართლოში ჯერ კიდევ 2007 წელს იქნა წარდგენილი.
„სასამართლომ დაასკვნა, რომ ბესლანში გარდაცვლილთა ნათესავების საჩივრები შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტებს. ასევე, დაღუპულთა ნათესავები ჩივიან, რომ რუსულ სამართალდამცავთა მიერ მძიმე შეიარაღების გამოყენება გაუმართლებელი იყო: სკოლა დაიცხრილა ყუმბარმტყორცნებით, ცეცხლმტყორცნებითა და ტანკების მეშვეობით,“ – აცხადებს მომჩივანი მხარის ადვოკატი კოროტევი.
შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დამამტკიცებლად მიიღო დაღუპულთა ოჯახების საჩივრის მთავარი თეზისი: რუსეთის სპეცრაზმელთა მიერ მძიმე შეიარაღების, ტანკების, ყუმბარმტყორცნებისა და ცეცხლმტყორცნების არამართლზომიერი გამოყენება და სკოლის სპორტდარბაზში, რომელიც ბავშვებით იყო სავსე, მომხდარი პირველადი აფეთქებების ბუნების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდუბაის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი იწვის
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება