დუბაის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი იწვის

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში. გაერთიანებული ემირატების ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა და გადაბრუნდა.

ინციდენტის გამო თვითმფრინავში ცეცხლი გაჩნდა. SkyNews-ის ინფორმაციით თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია უკვე მოხდა. აეროპორტში ყველა ფრენა გადაიდო, არ ხდება არც თვითმფრინავების მიღება. Emirates-მა დაადასტურა ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბორტზე 275 მგზავრია .”შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის დაღუპულები არ არიან. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი” – ავრცელებს ავიაკომპანია.
აღნიშნული თვითმფრინავი 2003 წელს არის გამოშვებული.

თვითმფრინავი რეისს ინდოეთიდან ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია: მე ვარ პოლიტიკოსი და ძალიან პრინციპული
შემდეგი სტატია,,ბესლანში ბავშვები არა ჩეჩნებმა, არამედ რუსულმა სპეცნაზმმა დახოცა“ – რა წერია ევროსასამართლოს დასკვნაში