გიგი წერეთელი “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენს პარტიის ერთ-ერთ ლიდერს- გიგი წერეთელს.
გიგი წერეთელი გამოცდილი პარლამენტარია, რომელიც 1999 წლიდან საქმიანობს საქართველოს პარლამენტში, არჩეულ იყო მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად, იკავებდა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, იყო ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ვიცე-პრემიერი.
ამჟამად გიგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი და ,,ეუთოს’’ საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია.
პარტია ასევე ქუთაისის რამოდენიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს გიორგი თევდორაძესა და აკაკი ბობოხიძეს.

banner
წინა სტატიაში,,ბესლანში ბავშვები არა ჩეჩნებმა, არამედ რუსულმა სპეცნაზმმა დახოცა“ – რა წერია ევროსასამართლოს დასკვნაში
შემდეგი სტატიაგიგლა ბარამიძე: ნორმალურ ქვეყანაში ხიდაშელი უკვე დაკითხვაზე იქნებოდა დაბარებული