ბესიკ ფარცვანიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და განიხილეს ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
მერმა წარმომადგენლებს ადგილობრივების საჭიროებების შესწავლა, მოსახლეობის მიმართვებზე სწრაფი რეაგირება და მათთვის მერიაში მოქმედ პროგრამებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება დაავალა.
შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხორციელდება ან იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : ჩემი მთავარი გზავნილი იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა გვაქვს
შემდეგი სტატიანინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა