,,ბესელიას,ბინძური მეთოდებით უტევს ხელისუფლება, რის საპასუხოდაც ის და მისი თანამოაზრეები უტევენ ნაცებს”

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ფიქრობს ,რომ ხელისუფლება ეკა ბესელიას ,,ბინძური”მეთოდებით უტევს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.

,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

,,ესე იგი:

2012 წლამდე ნაცმოძრაობის მომსახურე მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, ზარდიაშვილი და ძმანნი მათნი ენჯეოებს ამუნათებენ, რატომ ხმას არ იღებდით ნაცების წინააღმდეგ 2012 წლამდეო, ხოლო ენჯეოები სოლიდარობას უცხადებენ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ ამხედრებულ ეკა ბესელიას, რომელსაც ბინძური მეთოდებით უტევს ხელისუფლება, რის საპასუხოდაც ის და მისი თანამოაზრეები უტევენ ნაცებს.

ხომ სწორად აღვწერე? “-წერს დავით ზურაბიშვილი

რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა პოლიტიკოსი ასევე,ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებას. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფაქტს ხელისუფლების ქმედებას უკავშირებს

,,პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოგდება არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ამორალობა, რასაც კი შეიძლება ხელისუფლება კადრულობდეს.

და როცა ასეთი კომპრომატების გამოგდება ხდება ყოველთვის ხელისუფლების ნების წინააღმდეგ წასულ ადამიანებზე და დამნაშავის დადგენაც ვერ ხერხდება, მაინცდამაინც ძნელი მისახვედრი არ არის თუ ვინ აკეთებს ამას.

აი, სრულიად გულისამრევია ეს ყველაფერი. რაღაც ზღვარი თუ არა, ფსკერი ხომ მაინც უნდა არსებობდეს?

P. S. “ხელისუფლება ამას როგორ იკადრებდა” და “ყველაფერი ნაცების ბრალია” ტიპები გთხოვთ ნუ გამომეხმაურებით. :)”-წერს დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშისაიდუმლო თვითმფრინავი ვენესუელადან მოსკოვში დაბრუნდა
შემდეგი სტატია,,რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა!”- ეკა გიგაური