საიდუმლო თვითმფრინავი ვენესუელადან მოსკოვში დაბრუნდა

მოსკოვში კარაკასიდან თვითმფრინავი Boeing 777 დაბრუნდა, რომელიც საიდუმლო მიზნებით ჩავიდა ვენესუელაში. კომპანია Nordwind Airlines-ის თვითმფრინავი 31 იანვარს დაფრინდა ვნუკოვოს აეროპორტში. თვითმფრინავი, Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელადან დილით გამოფრინდა. გარდა ამისა, სატვირთო Boeing 757-იც ჩაფრინდა ვენესუელაში. ორ ქვეყანას შორის რეგულარული რეისები არ არსებობს. კრემლმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თვითმფრინავების შესახებ არაფერი იციან – “დოიჩე ველე” წერს.

ვენესუელელემა დეპუტატმა ხოსე ჰერამ, რომელიც ადრე ცენტრალურ ბანკში ეკონომისტად მუშაობდა, ივარაუდა, რომ შესაძლებელია, ქვეყნის ოქროს რესურსები რუსეთში გაიტანეს. ეროვნულმა ასამბლეამ, სადაც უმეტესად ოპოზიციაა, ჰერის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ მოსკოვში მინიმუმ 20 ტონა ოქრო გაიტანეს. “ეს ოქრო ცენტრალურ ბანკს არ ეკუთვნის, ის ხალხის საკუთრებაა” – აცხადებენ ოპოზიციაში.

ქვეყანაში პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგვაქვს იმის გარანტია, რომ ეს კომპანია არ არის მოსკოვის კონტროლქვეშ?-რას წერს გია ხუხაშვილი ,,ყასტრანსგაზის” შესახებ
შემდეგი სტატია,,ბესელიას,ბინძური მეთოდებით უტევს ხელისუფლება, რის საპასუხოდაც ის და მისი თანამოაზრეები უტევენ ნაცებს”