,,რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა!”- ეკა გიგაური

,,რასაც ახლა ეკა ბესელიას უკეთებენ, ეს არის ტერორი! მკვლელობის მცდელობა! ყველა, ვინც ასეთი ვიდეოების ჩაწერის და გავრცელების ბრძანებას აძლევდა, არის ნაძირალა და სისხლის სამართლის დამნაშავე!”-ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს

გიგაური თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ქალს,ვისაც ,,ამ მეთოდებით ებრძვიან”

,,ყველა, ვინც ასეთ ფაქტებს არ იძიებს, ახალისებს ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მსგავსი მეთოდების გამოყენებას, ის უფრო დიდი ნაძირალა და დამნაშავეა! ყველა ვინც ქილიკობს და მორალისტობს, ეს ხალხი არის ყველა იმ ნაძირალას თანამოაზრე, ვინც ზევით ჩამოვთვალე. გული მტკივა, რომ ჩვენ ქვეყანაში ასეთი რაღაცეები ხდება 😞 სოლიდარობას ვუცხადებ ყველა ქალს, ვისაც ამ მეთოდებით ებრძვიან!”- აცხადებს ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაში,,ბესელიას,ბინძური მეთოდებით უტევს ხელისუფლება, რის საპასუხოდაც ის და მისი თანამოაზრეები უტევენ ნაცებს”
შემდეგი სტატიადადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვის გაჟონვა გახდა