ბერნი სანდერსი კლინტონს ტრამპის დამარცხებაში მხარს დაუჭერს

ბერნი სანდერსი კლინტონს ტრამპის დამარცხებაში მხარს დაუჭერს

4ჰილარი კლინტორის ყოფილმა ოპონენტმა, ბერნი სანდერსმა განაცხადა, რომ ის კლინტონს მხარს დაუჭერს დონალდ ტრამის წინააღმდეგ ბრძოლაში და თავის მომხრეებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს – The Guardian-ი წერს.
ვიდეომიმართვაში სანდერსმა განაცხადა, რომ ის კლინტონს ბევრ რამეში არ ეთანხმება. “მთავარი პოლიტიკური ამოცანა, რომელსაც მომავალი 5 თვე უნდა მივუძღვნათ თავი, იმის მიღწევაა, რომ დონალდ ტრამპი დამარცხდეს და დამარცხდეს დამაჯერებლად” – აუხსნა თავის მომხრეებს სანდერსმა.
მან ყველას, ვინც ეხმარებოდა საპრეზიდენტო მარათონში, მადლობა გადაუხადა. “ჩვენ გრძელი და რთული კამპანია დავიწყეთ ამერიკის გადასხვაფერებისკენ. ეს ბრძოლა გაგრძელდება ხვალაც, მომავალ კვირასაც და მომავალ წელსაც, და ასე შემდეგ. წინასაარჩევნო დღეები მოდიან და მიდიან, მაგრამ პოლიტიკური და სოციალური რევოლუცია, რომელმაც საზოგადოება უნდა შეცვალოს, არასდროს დასრულდება” – თქვა სანდერსმა.

banner
წინა სტატიაშიორლანდოში ორი მოზარდი მოკლეს
შემდეგი სტატიაჰაკერებმა “ისალმური სახელმწიფოს” “ტვიტერზე” ლგბტ სიმბოლო ატვირთეს