ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 26, 2017 14:36

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება

მნიშვნელოვანი

  • უფრო კონკრეტულად, შოაიფ შახრუდის ძე ბორზიევი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია. მის შესახებ წერია, რომ ის 1994 წლის 27 ივლისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნოჟაის-იურტის რაიონის სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში დაიბადა. რუსეთის მიერ ბორზიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. შოაიფ ბორზიევი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. ამჟამად მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სხვა სტატიები

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება.

უფრო კონკრეტულად, შოაიფ შახრუდის ძე ბორზიევი ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაშია. მის შესახებ წერია, რომ ის 1994 წლის 27 ივლისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ნოჟაის-იურტის რაიონის სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში დაიბადა. რუსეთის მიერ ბორზიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. შოაიფ ბორზიევი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს. ამჟამად მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აღნიშნული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლამბეკ მაგამედის ძე სოლთახმადოვი კი 1984 წლის 7 აპრილს, ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის შალის რაიონის სოფელ მაირტუპში დაიბადა. 2015 წელს ის რუსეთის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ექსტრემისტულ საქმიანობასა და ტერორიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების სიაში შეიყვანეს.

რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ კიდევ ერთ პირ იბრაგიმ ადაშევს, მასზე ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია არ იძებნება.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებულის ვინაობა დადგენილია. ამის შესახებ სუს-ში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

”საერთაშორისო პარტნირების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შოიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი”,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 26, 2017 14:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics