დავით მათიკაშვილი : სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცული იყვნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავი სისტემა მუშაობს გამართულად იქ, სადაც საჭიროა შესაბამისი ოპერაციის ჩატარება.

როგორც მან ჟურნალისტებთან, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე საუბრისას განაცხადა, ოპერაცია იყო წარმატებული და შედეგები სახეზეა, ყველაფერი დანარჩენი კი სამართალდამცავ ორგანოთა შესაბამისი ანგარიშებიდან იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის.

„ზოგადად ანტიტერორისტული თემა მსოფლიოში საკმაოდ აწეულია. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის თანამედროვე მსოფლიოს პრობლემა და გამოწვევა და ამ გამოწვევის წინააღმდეგ, ჩვენზე ძლიერი, ბევრი ქვეყანა იბრძვის, რომელთა კოალიციაში საქართველოც იმყოფება ანტიტერორისტული კუთხით. ამიტომ ვერ გეტყვით იმას, რომ ზოგადად სამყარო დაცულია ამ საფრთხისგან. არ არის დაცული, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები ყოველგვარი ამ პრობლემისგან. თუკი არსებობს რაიმე სახის პრობლემა, ხდება შესაბამისი რეაგირება, შესაბამისი სპეცოპერაცია . ეს არის მთავარი, რომ სამართალდამცავთა რეაქცია იყოს მყისიერი, იყოს გათვლილი და კარგად ორგანიზებული, იყოს ნაკლები მსხვერპლით და მიზანი იქნას მიღწეული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორის მოადგილე – ზვიად რატიანის საქმეზე მტკიცებულებების დიდი ნაწილი მოსაპოვებელია
შემდეგი სტატიაბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება