ექსპერტიზის დასკვნაში არ არის ნათქვამი, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან

დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან, – ამის შესახებ ოთარ აბესაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, მოსამართლემ არ მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნა იმის საკმარის არგუმენტად, რომ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა.

“დაცვის მხარე აპელირებდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე და ითხოვდა, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეცვლოდა, თუმცა ამ დასკვნაში არ იყო მითითებული ისეთი გარემოება, რომელიც ამბობს, რომ ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუთავსებელია მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნასთან. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა”, – განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ბრალდებულის შეუძლოდ გახდომას, პროკურორის ინფორმაციით, ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესი ცოტა ხნით შეწყდა, თუმცა შუამდგომლობების განხილვა მხარეებმა მოგვიანებით კვლავ გააგრძელეს.

banner
წინა სტატიაშიბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული და დაკავებული პირების შესახებ ინტერნეტში მწირი ინფორმაცია იძებნება
შემდეგი სტატია,,მოხდა საფრთხის თავიდან აცილება და განეიტრალდნენ ადამიანები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ”