ბექა ლილუაშვილი – TANAP-ის პროექტის შედეგად ვისარგებლებთ 1,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზით შეღავათიან პირობებში

TANAP-ის პროექტის შედეგად ძალიან შეღავათიან პირობებში ვისარგებლებთ 1,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზით. ძალიან დაბალ საშეღავათო პირობებში, რაც არის ქვეყნის დღევანდელი მოხმარების თითქმის ნახევარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის (TANAP) პროექტის შეფასებისას განაცხადა.

ბექა ლილუაშვილმა საქართველოსთვის პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე ისაუბრა. პრემიერის მრჩეველის თქმით, დღესაც, ტრანსკავკასიური მილსადენიდან, ბაქო-თბილისი-ერზრუმიდან კონკრეტული ეკონომიკური ბენეფიტები გვაქვს.
„ეს წლიურად დაახლოებით არის 330 მილიონი მეტრ კუბი გაზის უფასო ტრანსფერი, რომელსაც, როგორც მასპინძელი ქვეყანა ესე ვიღებთ. არსებობს მეორე ხელშეკრულებაც, რომლის ვადაც არის 2026 წლამდე და ეს გულისხმობს 500 მილიონი მეტრ კუბი გაზის საბაზრო ტარიფთან სამჯერ უფრო იაფად შესყიდვას. რაც შეეხება პროცესს, როდესაც სამხრეთ გაზის დერეფანი მთლიანად დაიტვირთება, დაახლოებით 2024 წლისთვის დერეფნის დატვირთვა 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება იქნება. აქედან საქართველო 5 პროცენტიან პირობებში, როგორც ტრასფერს მიიღებს დაახლოებით მილიარდ ას მილიონ კუბურ მეტრ გაზს და დამატებით 500 მილიონ მეტრ კუბ გაზს, ასევე შეღავათიანი ტარიფით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა შეაფასა ფისკალური ეფექტიც და განმარტა, რომ ეს არის თითქმის 200 მილიონი დოლარის შეღავათი, რასაც ქვეყანა, როგორც ფისკალურ ეფექტს მიიღებს ამ პროექტის დატვირთულობის ზრდის შედეგად.

„გარდა ფისკალური ეფექტისა, ბუნებრივია, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების ნაწილიც და ჩვენი ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირება გამოიწვევს იმას, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კონტექსტი მნიშვნელოვნად გამყარდება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხუნდაძის ბიუროსთან მცხეთის მერმა და ოცნების მხარდამჭერებმა, “გაბედეს” აქტივისტებს სცემეს
შემდეგი სტატიაბექა ლილუაშვილი TANAP-ის პროექტზე – საქართველოს აქვს ნაკისრი ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქცია და ეს არის ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა